ახალშობილთათვის განკუთვნილი ფულადი დახმარების ოდენობა გაიზარდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახებზე გასაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა გაიზარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე დაუჭირა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი ესწრებოდა.
2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში პირველი, მეორე და მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახებზე გაიცემა 1000 ლარი, მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში 4000, ხოლო მეხუთე და შემდეგი შვილის შეძენის შემთხვევაში 5000 ლარი. სავალდებულოა ახალშობილი და ორივე მშობელი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი იზოლდა ნემსაძე უძღვებოდა დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა ექვსი საკითხი განიხილეს. ცვლილებები შევიდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხაში, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ, ასევე გაეცნენ ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2025 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს.