Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულში საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს

7 January, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტყიბულში საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვებს საჩუქრებით უმასპინძლდება თოვლის ბაბუა.

    

პატარების განწყობაზე ზრუნავს მოსიარულე ორკესტრი, იმართება კოსტიუმირებული წარმოდგენა და ადგილობრივების კონცერტი. ღონისძიებას აგრძელებს DJ Yamoc და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“. სადღესასწაულო საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

   

Share page