ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

26 მაისი ტყიბულში საზეიმოდ აღინიშნა

26 მაისი, 2019

ტყიბულში, საქრთველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დროშებითა და ეროვნული სამოსით მოეწყო მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის თეატრში, ადგილობრივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. 

დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მუნიციპლიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს, რომლებმაც წარმატბული სპორტსმენი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ილია სულამანიძე და მისი მწვრთნელი გია ობოლაძე ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

26 მაისის ღონისძიებები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

                      

გააზიარე