ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

5 თებერვალს ტყიბულში სანდრო ბუცხრიკიძეს გაიხსენებენ

4 თებერვალი, 2019

5 თებერვალი, ტრაგიკულად გარდაცვლილი, ახალგაზრდა ნიჭიერი  მსახიობის, სანდრო ბუცხრიკიძის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მისი ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა ღონიშძიებები გაიმართება:

 

  • 14:00 სთ - გელათის ქ. № 14-ში გაიხსნება სანდრო ბუცხრიკიძის მემორიალური დაფა;
  • 14:30 სთ - სანდროს საფლავზე აღევლინება სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
  • 15:00 სთ - „სანდროდან თეატრამდე“  - მოეწყობა უწყვეტი ცოცხალი ჯაჭვი;
  • 16:00 სთ - ტყიბულის მუნიციპალური თეატრის ფოიეში გაიხსნება სანდრო    ბუცხრიკიძის მემორიალური დაფა;
  • 16:30 სთ - ტყიბულის მუნიციპალური თეატრის სცენაზე გაიმართება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „სან-დრო“.
გააზიარე