ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ადგილონბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღამის მორიგე ფგუფებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს

1 იანვარი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და ვიცე-მერი გიორგი ლომთაძე, იმ ორგანიზაცია-დაწესებულებათა ღამის მორიგე ჯგუფებს ესტუმრნენ, რომლებიც ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და 2023 წლის შემობრძანებას სამსახურში შეხვდნენ.

      

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დღესასწაული მიულოცეს და წარმატებული ახალი წელი უსურვეს, პოლიციის, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის" ტყიბულის კლინიკის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ,,შაორჰესის’’, ,,საქნახშირის“, სამთო-სამაშველო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების მორიგე თანამშრომლებს.

გააზიარე