ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

აქციას ,,არავინ დატოვო მიღმა“ ტყიბულიც შეუერთდა

21 მარტი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტი დაუნის  სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა. ,,არავინ დატოვო მიღმა“ ამ სლოგანით ტყიბულში  სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა, რომელშიც  ქალაქის ღელმძღვანელობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საბავშვო-ბაღების აღსაზრდელები და ა.(ა.)ი.პ.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების განყოფილებები ჩაერთვნენ.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

2013 წლიდან კი მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

გააზიარე