ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური კამპანია გრძელდება

21 მარტი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პროგრამის დეტალებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, თვითმმართველობის სხვა წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ტყიბულში მავნებელთან ბრძოლის გასააქტიურებლად ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელსაც მერის წარმომადგენელი კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, ხატია ბეროძე, ხელმძღვანელობს.

 

უახლოეს მომავალში დაიწყება მონიტორინგის პროცესი. თითოეული სოფლის ცალკეულ ოჯახში შესწავლილი იქნება ფაროსანების ოდენობა, რისი ანალიზის შემდეგაც მავნებლის მოსაზიდი ხაფანგები (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება. ქიმიური წამლობაც მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები განმარტავენ, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. იგი, ძირითადად, სასოფლო სამეურნეო კულტურებს აზიანებს.

 

ფაროსანას საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური ღონისძიებების ჩატარება. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობის მხრიდან მავნებელთან ბრძოლისას მექანიკური მეთოდების გამოყენება ყველაზე ეფექტურია.

გააზიარე