ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

„წარმოაჩინე შენი კარმიდამოს“ გამარჯვებულები დეპუტატმა დააჯილდოვა

22 აგვისტო, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაში, კონკურსის „წარმოაჩინე შენი კარმიდამო“- დაჯილდოება გიმართა.

გამარჯვებულებს სიგელები და პირადი ანგარიშიდან ფულადი პრიზები, 500-500 ლარი, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ გადასცა, რომლის ინიციატივითც მუნიციპალიტეტის მერიამ საუკეთესო იმერული ეზოს გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.


გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ეზო, სოფელი გურნა - დოდო გაბადაძე, საუკეთესო სახლი, სოფელი საწირე - ციცინო ტოფაძე, საუკეთესო კარმიდამო სოფელი გურნა - ალექსანდრე ნანიკაშვილი. დაჯილდოების ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატლია კობახიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

                                                                  

გააზიარე