ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

21 მარტი, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს უერთდება. წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია - #ჩვენვაკავშირებთ“.  2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

                   

2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან კი მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. 

 

გააზიარე