ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დავით ჩერქეზიშვილი ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022"- ის ფარგლებში, პროექტში ჩართულ ხალგაზრდებს ესტუმრა

19 მარტი, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2022-ის ფარგლებში, ეკო ჰაბის ოთახში პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ესტუმრა.

სამუშაო შეხვედრა (ვორკშოპი), რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს ეხებოდა CENN-ის წარმომადგენელი მაია კეზევაძის ორგანიზებით გაიმართა. ვორკშოპზე, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავდა N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, ხოლო შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ ეკოკლუბი ,,ერა’’ აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტთან და მერის მხარდაჭერით მათ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი აქტივობა უკვე განახორციელეს.

 კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მიზნად ისახავს ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ცვლილებების წახალისებასა და ახალგაზრდებისთვის ისეთი ფასეულობების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სოლიდარობა, თანამშრომლობა, თანასწორობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.

გააზიარე