ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დავითობა

8 თებერვალი, 2023

8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა კეთილმორწმუნე მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავითობის დღესასწაულზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, წმინდა მეფის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ყვავილებით, ასევე, შეამკეს გვირგვინოსანი მეფეების სოლომონ I-ისა და სოლომონ II-ის საფლავები.

საქართველოს უდუდესი მეფე, დავით აღმაშენებელი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა და ანდერძისამებრ გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

გააზიარე