ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დინამოს აკადემიაში „მეშახტეს“ ასაკობრივი გუნდების  მწვრთნელმა გადამზადების  პროგრამა  გაიარა

9 ოქტომბერი, 2023

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა  და შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, შპს საფეხბურთო კლუბ ტყიბულის „მეშახტეს“ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელმა, ვალერი ლომთაძემ მწვრთნელთა გადამზადების  პროგრამა  გაიარა. 


 ქართველ მწვრთნელებს, სამწვრთნელო პროცესებთან და  ბავშვებთან მუშაობის მეთოდიკის შესახებ გამოცდილება უცხოელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს.


  აღნიშნული პროექტი გარდა მწვრთნელების გადამზადებისა ითვალისწინებს,  ტალანტების მოძიებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში, რეგიონული ტურნირებისა და ფესტივალების ორგანიზებას. 


  პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/, რომელმაც  საფეხბურთო კლუბ ტყიბულის „მეშახტეს“  უსასყიდლოდსპორტული ინვენტარი გადასცა.

გააზიარე