ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო

14 აპრილი, 2022

ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა ადგილზე თემატური ხასიათის შემოქმედებითი ესეები წერეს და თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს, ხოლო მოწვეულმა ეთნოლოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით შავიანიძემ წაიკითხა ლექცია ქართული ენის შესახებ. თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართული ენის ისტორიისა და მის წინაშე მდგარი საჭიროებების შესახებ.

     


 
 საღამოს დასასრულს, პროექტში ჩართული ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, სპეციალური სიგელებითა და უახლესი ქართული გამოცემებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირინე კორძაია, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გააზიარე