ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

5 ოქტომბერი, 2018

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ტყიბულის საფეხბურთ კლუბი ,,მეშახტე“ მონაწილეობას იღებს ეროვნული ლიგა 3-ის გათამაშებაში, რომელშიც სულ 20 გუნდი ასპარეზობს. 2019 წელს, აღნიშნული 20 გუნდიდან ლიგა 3-ში თამაშის უფლება უნდა მოიპოვოს 10 გუნდმა, დანარჩენი კი ასპარეზობას უფრო დაბალ საფეხურზე, რეგიონალურ ლიგაში გაგრძელებს. 
ტყიბულის ,,მეშახტე“ იბრძვის ლიგა 3-ში დარჩენისათვის და ამჟამად მე-8 მე-9 ადგილებს იყოფს გორის დილასთან 43 ქულით.

,,მეშახტეს“ ლიგა 3-ში დასარჩენად, კლუბში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ფეხბურთელების სათანადო მომზადებისათვის ფინანსური დახმარება სჭირდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ფეხბურთი და გული შესტკივა ,,მეშახტის“ ბედზე, წვლილი შეიტანოს კლუბის წარმატებაში და გაიღოს შემოწირულობა მათ დასახმარებლად. მსურველებმა თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ კლუბის ანგარიშზე.

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: ABGAGE22
მიმღების დასახელება: შ.პ.ს. ,,საფეხბურთო კლუბი მეშახტე“
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000917545101

გააზიარე