ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

21 მაისი, 2019

მოქალქეთა საყურადღებოდ!

ქ.ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მგზავრთა მოსაცდელი დააზიანეს. ახლადდამონტაჟებულ მგზავრთა მოსაცდელს ჩამსხვრეული აქვს ძვირადღირებული გვერდითი შუშა, ასევე დაზიანებული იქნა ტურისტული ობიექტების შესახებ განთავსებული საინფორმაციო სტიკერები.

მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდეთ სახელმწიფო ქონებას და ნუ დააზიანებთ არსებულ ინფრასტრუქტურას. მუნიციპალიტეტში განხორციელებული ყველა პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სამართალდამცავი ორგანოები.

http://tkibuli.gov.ge/sites/default/files/img_8855.jpg

გააზიარე