ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

გიწვევთ სახალხო ზეიმზე „მურყანვაზობა“

27 სექტემბერი, 2018

ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი-დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლის 2 ოქტომბერს,12:00 სთ-ზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, დედაღვთისას მონასტრის ეზოში, გაიმართება საერთო სახალხო ზეიმი „მურყანვაზობა“.

მურყანი - რთხმელაზე შემოხვეული მრავალსაუკუნოვანი ვაზია, რომელსაც მსხმოიარობა აქვს დაკარგული. სწორედ აქედან წარმოიშვა სახალხო ზეიმის იდეა, რომელიც გულისხმობს საბარძიმე ღვინის დამზადებისათვის საჭირო ყურძნის დაწურვისა და სხვა კულტურულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების გაცოცხლებას.
სახალხო ზეიმს გააფორმებენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. დასწრება თავისუფალია!

გააზიარე