ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ქალაქის ჩემპიონატის გამარჯვებულები ჭადრაკში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს

14 აპრილი, 2023

დასრულდა ქალაქის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც დამწყებ, 8, 10 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატის დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხაილ სოცკიმ დააჯილდოვეს.

     

ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილეს, 5 წლის გიორგი ონიანს, რომელმაც იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირზე 6 წლამდე მოჭადრაკეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო იმერეთის ჩემპიონატზე 7 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მე-3 ადგილზე გავიდა, სპეციალური საჩუქრები გადაეცა. ქალაქის ჩემპიონატში 30 მოჭადრაკე მონაწილეობდა

გააზიარე