ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

კურორტ ცხრაჯვარის განაშენიანების რეგულირების გეგმა

28 თებერვალი, 2019

ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ელგუჯა გოცირიძე, 2017 წლიდან მუშაობს კურორტ ცხრაჯვარის განვითარების სტრატეგიაზე. დეპუტატის ჩართულობით გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეიქმნა ცხრაჯვრამდე მისასვლელი გზისა და გარე განათების რეაბილიტაციის პროექტი. მისივე დაფინანსებით დამზადდა კურორტის საიმიჯო ვიდეორგოლი. მაჟორიტარის ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან მიმდინარეობს კურორტ ცხრაჯვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების პროცესი. აღნიშნული დოკუმენტი უკვე მზადაა, შესაბამისად, დღეს, 28 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ცხრაჯვარის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.

 

                                                             
პროექტზე „ა.ა.ი.პ რეგიონალური განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის“ კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობდნენ. განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ტურისტულ-რეკრეაციული, გასართობი, კულტურული , სპორტულ-შემეცნებითი და სხვა ზონები. პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტულ ზონაში 100-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. საპროექტო ორგანიზაციის გაანგარიშებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება გზისა და გარე განათების სამუშაოების გარეშე, 27 196 030,40 ლარს შეადგენს. გთავაზობთ გრგ-ს ესკიზური გადაწვეტის გეგმასა და აღნიშნული გეგმის 3D ფოტო ვერსიებს.
P.S აღნიშნული პროექტი ტყიბულის ალტერნატიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი ნაწილია, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, პროექტის განვითარების თითოეულ ეტაპზე გამოხატული იქნება მაქსიმალური ინტერესი და ჩართულობა.

გააზიარე