ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მერიასა და "სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს" შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 მარტი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმ ოთხ მუნიციპალიტეტს შორისაა, რომლებიც საქართველოში სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund PL in Georgia) პროექტში - "ფონდების მოძიების აკადემია" მიიღებენ მონაწილეობას.

 აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და "სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელმა, ვოლოდიმირ აბრამიუკმა მოაწერეს.

                

 პროექტის ფარგლებში, საჯარო მოხელეების ჩართულობით, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

აკადემიის სამოქმედო გეგმა 2023 წელზეა გაწერილი და აერთიანებს საგანმანათლებლო მოდულებს, პროექტების წერისა და დონორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

პროექტი მიზნად ისახავს, მერიის ხუთი თანამშრომლისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც აკადემიის გავლის შემდეგ მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს საპროექტო იდეებს და წარუდგენს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს.

გააზიარე