ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

“მეშახტე ტყიბული”ასპარეზობას ეროვნულ ლიგა 3-ში განაგრძობს

20 იანვარი, 2023

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი “მეშახტე ტყიბული”ეროვნულ ლიგა 3-ში დარჩა! კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ტყიბულის მერის გადაწყვეტილებით ლევან ჯაფარიძე დაინიშნა.

                   

ლევან ჯაფარიძეს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, ის ბოლო წლებში იყო გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე, თბილისის საკრებულოს წევრი და ა.შ. მას აქვს ფეხბურთის სფეროში ადმინისტრირების გამოცდილება და არის ცნობად სახე საფეხბურთო წრეებში.

ამასთან ერთად, ბოლო ფაზაშია მიმდინარე პროცესები, რომლის შედეგად კლუბს ეყოლება ახალი თანამეპატრონე და სპონსორი, რომელიც კლუბში ახალი სეზონიდანვე კონკრეტულ ინვესტიციებს განახორციელებს.

განახლებული გუნდითა და ადმინისტრაციით ინტენსიური მზადება მიმდინარეობს მომავალი სეზონისთვის.

ვულოცავთ კლუბს აღნიშნულ სიახლეებს და წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!!

სკ მეშახტე ტყიბული / FC Meshakhte Tkibuli

გააზიარე