ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

29 ივლისი, 2019

საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე სატარტი აიღო მინი ფეხბურთის ჩემპიონატმა, რომელიც მოყვარულთა შორის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმართება. 

ტურნირი, რომელშიც 16 გუნდი იღებს მონაწილეობას ჯგუფური სისტემით ჩატარდება. გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. I ადგილზე გასული გუნდი 400 ლარს მიიღებს, II ადგილოსანი 300-ს, ხოლო III ადგილის მფლებელს 200 ლარი გადაეცემა. ასევე, დასაჩუქრდებიან საუკეთესო მეკარე, მცველი, თავდამსხმელი, ასაკოვანი და ყველაზე აქტიური მონაწილე.

ჩემპიონატი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ახალგაზრდებისათვის ზაფხულის სეზონის საინტერესოდ გატარებას. 

მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის გნვითარების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

გააზიარე