ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ჯვარისისა და სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში

19 მარტი, 2022

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ჯვარისისა და სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. დასახლების საერთო კრებებზე სოფლებში: ჯვარისა, ლეყერეთი, ოჯოლო, ხორჩანა, ლაშია, სოჩხეთი, წყნორი, ძმუისი, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და მათგან მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს.

      

შეხვედრებზე უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა უმეტესი ნაწილი შიდა გზებისა და წყალმომარაგების მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა.  წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 542 000 ლარი. აქედან ჯვარისის ადმინისტრაციული ერთეულისთვის განსაზღვრულია 52 000, ხოლო სოჩხეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 34 000 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 21 მარტს გურნის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდება.

გააზიარე