ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა

18 ოქტომბერი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სოფელ მუხურაში მცხოვრებ ცინაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა და საკუთრებაში გადასცა.

ცინაძეების ოჯახი, ამ დრომდე სოფელ მუხურაში ავარიულ სახლში, მაღალი საფრთხის შემცველ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობდა. ქ. ტყიბულში არსებული კერძო სახლი ცინაძეების ოჯახთან შეთანხმებით შეირჩა, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა და ოჯახს საკუთრებაში გადასცა.

მრავალშვილიან ოჯახს ახალი სახლში გადასვლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის მერიამ მეოთხე ოჯახი დააკმაყოფილა.

გააზიარე