ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მუნიციპალიტეტის მერი მეშახტეებს შეხვდა

7 მარტი, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, სოფიო ბოჭორიშვილთან და "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მიხაილ სოცკისთან ერთად მეშახტეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში შახტში მომხდარ ფაქტებს, ,,საქნახშირში“ უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს და პროფესიული გადამზადების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია საწარმოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით.

,,ნებისმიერი ტყიბულელისთვის, თითოეული მეშახტის სიცოცხლე საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლესავით ძვირფასია. მივესალმები პროფესიული გადამზადების პროგრამას და მჯერა, რომ თითოეული თანამშრომელი, განურჩევლად სამსახურეობრივი პოზიციისა, მაღალ დონეზე მოეკიდება უსაფრთხოების ნორმების სრულად დაცვის საკითხებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

დავით ჩერქეზიშვილმა, ,,საქნახშირის" ხელმძღვანელობას, ასევე, შესთავაზა პროექტი სახელწოდებით “მერის ერთი დღე მეშახტეებთან”, რაც გულისხმობს, შესაბამისი წესების დაცვით, პერიოდულობით, მუნიციპალიტეტის მერი სრულ სამუშაო დღეს გაატარებს მეშახტეებთან და ჩაერთვება ქვანახშირის მოპოვების პროცესში

გააზიარე