ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მუხურაში ამომრჩევლებთან კონსულტაცია გაიმართა

5 თებერვალი, 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუხურაში ამომრჩევლებთან კონსულტაცია გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თვმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროგრამის არსი და სოფელზე გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა გააცვნეს. ასევე, ესაუბრნენ იმ სიკეთებზე, რაც მუხურის მოსახლეობამ 1 იანვრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებით მიიღო.

ადგილობრივებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაწეული მუშაობისთვის, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძესა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს. მთავრობის გადაწყვეტილებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი გაორმაგდა და სოფელ მუხურში 10 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი დაიხარჯება, რომლითაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელში არსებული სასაფლაოები შემოიღობება და ორი მგზავრთა მოსაცდელი მოეწყობა.

გააზიარე