ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მხიარული სტარტები

1 თებერვალი, 2019

სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მხიარულ სტარტებში შეკჯიბრება გაიმართა, რომელშიც ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრება, გელათის, კურსების, ორპირის, საწირისა და ქალაქის №6-ე, № 4-ე და № 7-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

 

ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ორპირისა და გელათის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ,სადაც დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ორპირის გუნდმა მოიპოვა. მხიარული სტარტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალიური თამაშები მხიარული სტარტებით დასრულდა, სხავადასხვა სახეობებში გამარჯვებული გუნდები რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 14 თებერვლიდან დაიწყება.

გააზიარე