ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

N2 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

17 მაისი, 2021

  გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ გარემოში განახლდა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე გაეცნო.ოთხ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 480 128 ლარი დაიხარჯა.

        

  პროექტის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, გარე ფასადის შეღებვა, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა სივრცის რემონტი. ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. აღსაზრდელები საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს.

გააზიარე