ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

N7 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3`571`415 ლარი იხარჯება

19 მარტი, 2019

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქ ტყიბულში, N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობა მიმდიარობს.

საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელმაც სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული სამსართულიანი შენობის სრული რეკონსტრუქცია, ახალი ორსართულიანი შენობის, სპორტული დარბაზის, საქვაბე ბლოკის, გარე საფეხბურო მოედნის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა.

                                                                                                              

თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით, LLC "Gpb Group ახორციელებს, რომლის ღირებულება 3`571`415 ლარს შეადგენს.

მშენებლობაზე 50 მდე ადგილობრივია დასაქმებული.

გააზიარე