ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

პროექტი ახალგაზრდებისთვის

21 თებერვალი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და შესაბამისი სამსახური წარმომადეგნლები, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ პროექტებს გაეცვნენ, რომელიც ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისათვის შესაძლებელია მუნიციპალიტეტში განხორციელდეს.

 

მასშტაბური პროექტები, რეგიონის ახალგაზრდებს აძლევს შანსს განავითარონ საკუთარი თავი და სამომავლოდ წარმატებას მიაღწიონ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს და აქცენტი მის მნიშვნელობაზე გააკეთეს.

პროექტის ფარგლებში ხდება, ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა-მობილიზება და მრავალფეროვანი აქტივობებით მათი სოციალური უნარების განვითარება. მისი მეშვეობით, ასევე შესაძლებელია ახალგაზრდა თაობის მასობრივი ჩართვა სახელმწიფოს განვითარების პროცესში, მასშტაბური საზაფხულო და ზამთრის ბანაკების მოწყობა, რაც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაზე.

გააზიარე