ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ პრეზენტაცია

10 ივნისი, 2021

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის (TDDF) პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ. შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა  პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, დემოკრატიული პროცესების განვითარებაში განათლებული საზოგადოების  როლზე ისაუბრეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.

  პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების საკითხებზე,  ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის (TDDF)  ხელმძღვანელმა ზაზა გოჩელაშვილმა ისაუბრა.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ,  ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაია, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ალეკო ბიბილაშვილი, საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იან ჩერნიკი, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი ლელა ბერძული, ჩეხური არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია ,,People in Need“-ის პროექტის მენეჯერი ანა ქოჩუა-ჩახაია და პროექტის კოორდინატორი  ქეთევან გოცირიძე-ბრეგაძე.

  პრეზენტაციის მსვლელობისას მოეწყო 5 დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა. პროექტში ჩართული იყო 22 ახალგაზრდა, რომელთაც სერთიფიკატები გადაეცათ.

  პროექტი, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა (TDDF),  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“-ის მხარდაჭერით და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის დაფინანსებით განახორციელა.

 

 

 

 

გააზიარე