ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

პროფესიული მომზადების პროგრამა

6 მარტი, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში საამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2“-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დამსწრეთათვის.

შხვედრას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბნიძე, სამსახურების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ m²-ის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია.

კოლეჯი ახორციელებს 11 პროფესიული მომზადების პროგრამას სამშენებლო მიმართულებით და ერთ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

2021 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის „კონსტრუქტ2“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების 5 პროგრამაზე :

1. არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება მშენებლობაზე;

2. სხვადასხვა სახის საბათქაშე სამუშაოების წარმოება;

3. საკალატოზო სამუშაოების წარმოება;

4. მშენებლობაზე ქარგილების, კარ-ფანჯრისა და იატაკის მოწყობა;

5. სხვადასხვა სახის სახურავის მოწყობა;

პროფესიული მომზადების პროგრამა სამშენებლო მიმართულებით 4,5 თვეს მოიცავს, რაც გულისხმობს 2 თვიან პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას დაწესებულების ბაზაზე, ხოლო 2,5 თვიან ანაზღაურებად პრაქტიკას m²-ის შვილობილი კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენის“ ობიექტებზე. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი და საშუალება ექნება დასაქმდეს „ბიქეი კონსთრაქშენის“ მშენებლობებზე. კოლეჯში სწავლა და კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელით სარგებლობა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

განაცხადის ბმული: http://bit.ly/2MlILqI

"კონსტრუქტ2" მდებარეობს ქ. ზესტაფონში - ნ. ნიკოლაძის ქუჩა N28

ტელ: - 032 2 42 44 43

გააზიარე