ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საახალწლო ღონისძიებები yellow band-ის კონცერტით

2 იანვარი, 2023

ტყიბულში, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილიდან პატარების სადღესასწაულო განწყობაზე სატან კლაუსი და ანიმატორები ზრუნავდნენ. ანიმაციურმა გმირებმა საგანგებოდ მორთული ავტობუსით, ტყიბულის ქუჩები მხიარულებით მოიარეს და ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს. საღამოს გაიმართა კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლებისა და ვოკალურ შემსრულებელთა მონაწილეობით, სადაც ადგილზე მოსულ მსმენელს ცხელი გლინტვეინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდა.

    

2023 წელის შემობრძანებას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ღია ცის ქვეშ მოსახლეობასთან ერთად შეხვდნენ და ახალი წლის დადგომამდე ბოლო წამებიც ერთობლივად აითვალეს.

31 დეკემბრის, საახალწლო ღონისძიებები yellow band-ის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც თანასპონსორობა კომპანია ,,საქნახშირმა“ გაუწია.

     

გააზიარე