ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საახალწლო საჩუქარი 350 ოჯახმა მიიღო

1 იანვარი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნობათები დარიგდა. სასაჩუქრე პაკეტები სხვადასხვა საჭიროების მქონე 350 ოჯახმა მიიღო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, რამდენიმე ოჯახს, მათ შორის, ღვაწლმოსილ ხელოვანს, კომპოზიტორს,ნოდარ ვახტანგაძეს პირადად ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს. განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრები მიიღეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის, ინდივიდუალური მხარდაჭერის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც.

  

40 ბავშვს საჩუქრად წიგნები, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები გადაეცათ. მათ სახლში სანტა კლაუსი მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ეწვია და საზეიმო განწყობა შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო საჩუქრები ხანდაზმულთა შინ მოვლის და უფასო სასადილოს სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.

გააზიარე