ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა

28 სექტემბერი, 2018

დღეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს  თავმჯდომარე ნატალია კობახიძე უძღვებოდა. სხდომას  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა. საკრებულომ, დღის წესრიგის მიხედვით სამი საკითხი განიხილა და დაამტკიცა. მათ შორის, ა.(ა.).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების  დირექტორის ანგარიში ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით.

დეპუტატებმა,  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისაგან, ასევე   მოისმინეს ინფორმაცია მათ დაქვემდებარებაში მყოფ სოფლებში ზამთრის  სეზონის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაზე და  შესაძლო გართულებებზე.

მეორე საკითხი იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფროსის ანგარიში მ/წლის განვლილ პერიოდში,  აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო ბოლო განკარგულების პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ,,ცხრაჯვარი“-ს ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის და ტერიტორიების გამოყენების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცებას შეეხებოდა.

გააზიარე