ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა

24 იანვარი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები და სამსახურის უფროსები.
საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ხუთი საკითხი.

1. დადგენილების პროექტი: ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. დადგენილების პროექტი: „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
3. დადგენილების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.
4. განკარგულების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ანგარიში 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. განკარგულების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

გააზიარე