ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საქველმოქმედო საღამო "სინათლის კვალდაკვალ"

2 დეკემბერი, 2019

ტყიბულის მუნიციპალური თეატრში  საქველმოქმედო საღამო "სინათლის კვალდაკვალ" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა  ილია II-ის ღვაწლს სამშობლოსადმი.

საქველმოქმედო კონცერტზე, საზოგადოება ახალდაბის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის კეთილმოსაწყობად კუბლაშვილების საგვარეულოსთან ერთად გაერთიანდა.

ღონისძიებაზე შეგროვილმა თანხამ 1,670 ლარი შეადგინა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ  გააორმაგა.

ლალი კუბლაშვილის ხელმძღვანელობით გაამართულ საქველმოქმედო საღამოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.


ღონისძიებაში  ადგილობრივი და სხვდასხვა ქალაქებიდან მოწვეული ანსამბლები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

 

 

გააზიარე