ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სამუშაო შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან

10 მაისი, 2023

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) პროექტ - "ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის" (CESL) ფარგლებში  სამუშაო შეხვედრა გამართა ტყიბულის მუნიციპალიტეტთან.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ურბანული განახლების მიმართულებით არსებული გამოწვევების ჩამოყალიბება, იდეების გენერირება, განხილვა და მათზე მსჯელობა. 


აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საჯარო მოხელეებმა, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
GIZ- ი საქართველომ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, საპროექტო იდეების მიღებაზე მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

   


კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული” პროექტების დაფინანსება  სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური განვითარება."

 

გააზიარე