ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სამუშაო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

9 თებერვალი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროგრამის ფარგლებში, პირველივე წელს საქართველოს რეგიონებიდან შეირჩა 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ტყიბული, რომლებთანაც USAID მუნიციპალური სისტემების, სერვისების და მოქალაქეების ჩართულობის გაუმჯობესებისთვის თანამშრომლობს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების საჭიროებები და განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

 USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

წელს, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამაში ტყიბულთან ერთად ჩართულია, ბათუმის, ბოლნისის, ჩოხატაურის, დმანისის, ქუთაისის, ლენტეხის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთის, რუსთავის მუნიციპალიტეტები.

გააზიარე