ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საშობაო ღონისძიება ბავშვებისათვის

8 იანვარი, 2019

7 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბავშვებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა და დაუვიწყარი დღე აჩუქა. სპორტის სასახლეში შეკრებილ პატარებს სახალწლო განწყობა შეუქმნეს და მათ გართობაზე იზრუნეს ზღაპრისა და მულტიპლიკაციური ფილმების პოპულარულმა პერსონაჟებმა.

 

                             

 

სანტაკლაუსი და ფიფქია, მოსიარულე დრამერები, ოჩოფეხები, ჯამბაზები, ბაჭიები, დათუნიები, პრინცესები, ადამიანი-ობობა და ელფები, ეს ის ანიმაციური გმირები იყვნენ ვისთან ერთადაც ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს.
საღამოს, არც სამახსოვრო ფოტოების, ცეცხლოვანი შადრევნების, ფერადი ფანტელების, ბუშტებისა და ფოიერვერკის გარეშე ჩაუვლია.

                           

 

 

ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,ვანდერლენდი“-ს ხელმძღვანელის, თამარ სოხაძის თანამშრომლობით შედგა და მას ორგანიზება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

გააზიარე