ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

,,სახელმწიფო რწმუნებულის თასზე“ ტყიბულმა თერჯოლის გუნდი დაამარცხა

27 ივლისი, 2019

ტყიბულის სპორტის სასახლეში, ,,სახელმწიფო რწმუნებულის თასზე“ მინი ფეხბურთის ტურნირის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, გოლი სტუმართა კარში კობა გიორგაძემ გაიტანა. შეხვედრას ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ტურნირი წელს დაარსდა და მასში იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები ღებულობენ მონაწილეობას. გუნდები დაყოფილია სამ ქვეჯგუფად.

თითოეული ჯგუფი 4 გუნდისგან შედგება. თამაშები წრიული სისტემით იმართება და .ტურნირის გამარჯვებულს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა.

გააზიარე