ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

შეჯიბრი სწრაფ ცურვაში

23 ივნისი, 2019

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის საცურაო აუზზე სწრაფ ცურვაში შეჯიბრი მოეწყო. სპორტულ აქტივობაში სხვადასხვა ასაკის მსურველები ჩაერთვნენ, რომელთა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

სამ ასაკობრივ კტეგორიაში გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა დ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. სიგელი ასევე გადაეცა შეჯიბრის ყველა მონაწილეს.

სპორტული აქტივობა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა დ ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე