ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

შეხვედრა კულტურის ობიექტების გაერთიანების თანამშრომლებთან

4 აპრილი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ა.(ა.)ი.პ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, დეტლურად ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე, არსებულ გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე, ასევე დაისახა შემდგომი ნაბიჯებიც.

გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამარ ლაფერაძემ, ქალაქის პირველ პირებს გაწეული მუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო და პარალელურად იმ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო, ქართული ქორეოგრაფიისა და ელექტრონული მუსიკის კოლაბორაცია- ,, ჩოხა 2019“, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

ახლო მომავაში იგეგმება ქორეოგრაფიული ფესტივალისა და სასკოლო თეატრალური კვირეულს მოწყობა. აღინიშნა ისიც, რომ ღონისძიებების მაღალპროფესიონალურად ჩატარებისათვის, გაერთიანების მიერ, შეძენილი იქნა თანამედროვე ტიპის ხმის სამართავი პულტი და ხუთი პროფესიონალური მიკროფონი.

შეხვედრის მსვლელობისას, ყურადღება არსებულ პრობლემებზეც გამახვილდა, რომლის ირგვლივაც თითოეულმა თანამშრომელმა საკუთარი მოსაზრება და პრობლემის გადაჭრის მისეული ხედვა დააფიქსირა.

გააზიარე