ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

შეხვედრა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადენლებთან

18 ივლისი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თითოეული პროექტის მიმდინარეობა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, ასევე ისაუბრეს სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

თემურ ჩუბინიძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში დასრულება და ხარისხის გაუმჯობესება სთხოვა, რაზეც მეწარმეებმა მზადყოფნა გამოთქვეს.
მხარეები სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე და კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კუბლაშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი და საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე