ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 მარტი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა და შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თემურ ჩუბინიძე  ბრეგვაძის ქუჩა №4-ში იმყოფებოდა, სადაც  ბეტონის დაგების პროცესს დაესწრო. მერი აღნიშნული  კორპუსის სახურავის რეაბილტაციის მიმდინარეობითაც  დაინტერესდა, სადაც გასული წლის, 30 ნოემბრის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში გადახურვითი სამუშაოები წარმოებს.

შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში, მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები 9 მიმართულებით ხორციელდება. ბრეგვაძის №4-ის გარდა,  ასფალტისა და  ბეტონის საფარი მოეწყობა,  რობაქიძის №7; გამსახურდიას №1/3; №10; №51; მეშახტის №6; ჯალაღანიას №9; კოსტავას №11; რუსთაველის №2/4-  საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში.

 აღნიშნული პროექტის რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 586 892  ლარს შეადგენს. სამუშაოებს, შპს „მიმდემი“ აწარმოებს.

გააზიარე