ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის კრებები ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში

5 თებერვალი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთა კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს .

ამჯერად, შეხვედრები ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ორპირში ამომრჩევლებთან კონსულტაცია, ხოლო სოფლებში: ლაფეთი, ჯონია, კოკა, ოხომირა, მანდიკორი, შუყერი, ნაბოსლევი, ზედა და ქვედა ჭყეპი, დასახლების საერთო კრებები ჩატარდა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი გაორმაგდა და ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 56 000 ლარის ნაცვლად 112 000 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, ორპირის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის ეზოში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო სხვა სოფლებში ადგილობრივებმა შიდა გზების კეთილმოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, სასმელის წყლის და გარე განათებისა ქსელის მოწყობა გადაწყვიტეს.

გააზიარე