ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

12 იანვარი, 2024

30 იანვრიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტში,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები იწყება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 542000 ლარი.

 დასაფინანსებელი პროექტები:

 

➡️სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

➡️სარწყავი სისტემები;

➡️სანიაღვრე არხები;

➡️ნაპირსამაგრი სამუშაოები;

➡️გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

➡️ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

➡️გარე განათება;

➡️სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

➡️სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; • ამბულატორიის შენობები;

➡️ამბულატორიის შენობები;

➡️სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

➡️სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

➡️წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

➡️სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;

➡️მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;

დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის 47 სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

 პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tyibuli.infrastr@gmail.com  

შეხვედრების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები -

https://docs.google.com/document/d/1RFtcyla_5Csn2KiC_h-vhfOX-bsHk3QY/edit?usp=sharing&ouid=114097958737985817157&rtpof=true&sd=true

 

საპროექტო წინადადებების ფორმა https://docs.google.com/document/d/1ZbV77l

გააზიარე