ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციოდ 2 მილიონი ლარი იხარჯება

9 აგვისტო, 2019

ტყიბულის მუნიციპალლიტეტში, სოფლის შიდა გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და 11 მიმართულებით, 6,620 კმ გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

       

 

 

 

 

 

 

 

 

სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს: მუხურა; მანჭიორი;     ახალსოფლი; ცუცხვათი-ძუყნური; ხრესილი (ორღელე); მანდიკორი; ბობოთი; სოჩხეთი (მუხნარი);     კურსები(უკლებების უბანი); გურნა(ნაჭიშკრევი) და ოჯოლა. ცუცხვათი-ძუყნურის გზაზე ბეტონის დაგების   პროცესს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე მოადგილებთან ერთად დაესწრო და     შესრულებული სამუშაოების ხარისხი პირადად შეამოწმა.

გააზიარე