ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სტაჟირება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში

30 მარტი, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტაჟირების კონკურსს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს ბაკალავრის ხარისხი ან არის უმაღლესი ან  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

კანდიდატმა  სტაჟირების გავლისათვის საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი-დიპლომი ან ცნობა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 150 სიტყვისა;

საბუთები მიიღება 2022 წლის 31 მარტიდან  10 აპრილის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: lia.okonashvili@tkibuli.gov.ge

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე კონკურსის ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ  მითითებულ ჩამონათვალში:

 

გააზიარე