ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სტიქიის შედეგად დზარალებულებს საჭირო მასალები გადაეცათ

5 აპრილი, 2019

რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტყიბულის მუნიციპალიტეტს.

სტიქიი შედეგად ქალაქსა და სოფლებში დაზიანდა, კერძო სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავები, სულ 9 ობიექტი, რომლის საერთო ღირებულებამ 13 500 ლარი შეადგინა.

სტიქიით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა, შეძენილი იქნა გადასახური მასალები, რომელიც მოსახლეობიას უკვე დაურიგდა. მასალების გადაცემის პორცესს ადგილეზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა.

გააზიარე