ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თაბუკაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

9 ნოემბერი, 2018

ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგების პროცესი დაიწყო.

მიმდინარე სარიაბილიტაციო სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ   დაათვალიერეს.

თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის სრულ რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „მიმდემი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე სავალი გზის ნაწილი დაპროფილებულია, ინერტული მასალა შეტანილია და ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. 

საპროექტო გზის მიმდებარედ, ასევე  დასრულებულია 90  გრძივი მეტრი საყრდენი კედლის მონოლითური რკინა-ბეტონით მოწყობა, რომლის სიმაღლეც ორი მეტრია. სულ აღნიშნულ მონაკვეთზე 960 გრძივი მეტრი კაპიტალური ბეტონისსაფარიანი არმირებული გზა კეთდება, რისთვისაც რგფ-მა მილიონ 100 ათასი ლარი გამოჰყო.   სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე   მოეწყობა განათებები, სანიაღვრე არხები, ხის ბოგირები, ტროტუარები, ბორდიურები და დაიდგმება ნაგავშემკრები კონტეინერები.

გააზიარე